The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე დოლიძე

დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1926  (98 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება 1949 წელს.

1945 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში პიანისტად, ხოლო 1946 წელს საქართველოს სახელმწიფო ოქტეტში კონცერტმეისტერად. ამავე წლიდან მე-3 სკოლის პედაგოგად. პარალელურად 1979 წლიდან მოღვაწეობდა სოფელ კილის (თეთრიწყაროს რაიონი) სამუსიკო სკოლაში. 1950-1954 წწ. საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე და პიანისტი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; სხვადასხვა წლებში, პარალელურად მუსიკის პედაგოგად მუშაობდა თბილისის მე-2 (1949-1957) და პირველ (1977-1978) სამუსიკო სასწავლებლებში.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.12

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1953 - ბუქარესტის სტუდენტთა და ახალგაზრდობის IV საერთაშორისო ფესტივალი

გააზიარე: