The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევტროფი თალაკვაძე

ევტროფი თალაკვაძე
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1881
გარდაცვ. თარიღი:14 ნოემბერი, 1964  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მთისპირი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სკოლა 1894 წელს.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის როტშილდის ქარხანაში. სცენაზე პირველად 1898 წელს გამოვიდა ბათუმის დრამატული წრის სპექტაკლში დ. კლდიაშვილის ხელმძღვანელობით. შეასრულა ოტია ჯოლიას როლი ვ. გუნიას პიესაში "და-ძმა"; 1902 წელს სამუშაოდ გადავიდა ქუთაისში, პარალელურად, 1905 წლამდე, ქუთაისის ნოქართა დრამ-წრეში მოღვაწეობდა; შემდეგ ბაქოში მუშაობდა, პარალელურად აქაც ბაქოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან არსებულ დრამწრეში მუშაობდა, რომელიც შემდეგ დრამატულ თეატრად გადაკეთდა; სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა: ჭიათურის (1908-1912), ბაქოს ქართული (1913-1917), ზუბალაშვილის სახალხო (1918), ავჭალის აუდიტორიის (1919-1922) თეატრებში; 1922 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ოზურგეთის თეატრის წამყვანი მსახიობი. 300-მდე როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრში, რომელთა შორის აღსანიშნავია: არსენა (ა. ყაზბეგის "არსენა"), ლევანი (ა. ცაგარელის "ლეკის ქალი გულჯავარი"), ტარიელ მკლავაძე (პ. ირეთელის "სოფლის გმირები" ე. ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით), თავადი კოწია (ნ. აზიანის "ფული და ხარისხი"), ფილიპე ბარბაქაძე (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), პაპუნა (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ხევისბერი გოჩა (ს. შანშიაშვილის ამავე სახელწოდების პიესა), მამუკა (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), დიმიტრი გეგელია (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ასკარა (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ-ალან"), კაი გრაკხი (ვ. მონტის "კაი გრაკხი"), მუშა (ვილდენბრუხის "ქოჩრიანი ტოროლა"), დიუმონი (დენერის "პარიზის ღარიბ-ღატაკნი"), სენატორი (ჯ. გოუას და რ. დიუსოს "ღრმა ფესვები") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.18

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: