The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დესპინე ივანიძე

დაბადების თარიღი:19 მარტი, 1871
გარდაცვ. თარიღი:1914  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ქუთაისის თეატრის სცენაზე პირველად 1891-1892 წლების სეზონში გამოვიდა კოტე მესხის ხელმძღვანელობით. ითვლებოდა ნიჭიერ მსახიობად. წარმატებით ასრულებდა, როგორც დრამატულ, ასევე კომედიურ როლებს. განსაკუთრებით დიდი ოსტატობით ასახიერებდა მოხუც ქალთა სახეებს, რომელთაგან აღსანიშნავია: მაიკო და ისახარი (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), გადია (ვ. გუნიას "და-ძმა"), დედა (ლ. ანდრეევის "დღენი ჩვენი ცხოვრებისა"), დედა კორნელია (ვ. მონტის "გაიუს გრაკქუსი"), მადამ ფროშარი (ა. დენერის "ორი ობოლი"), ამალია (უ. შექსპირის "ოტელი"), აკოსტას დედა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), დედა, ქალია, კატინა, კნეინა თეკლე (ავქ. ცაგარელის "ქართლის დედა", "ციმბირელი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ხანუმა") და სხვა. უმთავრესად მუშაობდა ქუთაისის თეატრში, მონაწილეობდა ქუთაისში სცენის მოყვარეთა იაფფასიან სახალხო წარმოდგენებში, სადაც გამოდიოდა უხელფასოდ; ხშირად მონაწილეობდა სოფლად გამართულ წარმოდგენებშიც.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.19


გააზიარე: