The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მედეა ქორელი

Date of birth:28 February, 1906
Date of death:1976  (at 69 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პარიზი.

დაამთავრა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი. 

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1923) სწავლა განაგრძო ვ. მჭედლიშვილის მოსკოვის დრამატულ სტუდიაში (1924-1926). სადაც სასცენო ხელოვნებას მოსკოვის სამხატვრო თეატრის ცნობილ რეჟისორთა და მსახიობთა ხელმძღვანელობით ეუფლებოდა.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჭიათურის (1922), თბილისის საოპერო (1926), ქუთაისის (1928-1930), მარჯანიშვილის (1930-1935), ბათუმის (1937-1938) თეატრებში. 1935-1936წწ. გროზნოს (ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა) თეატრში რითმიკის პედაგოგი. წლების განმავლობაში ქმნიდა საინტერსო მხატვრულ სახეებს: ელენე (ე. კისტმეკერის ''ინსტიტუტი''), მარიეტა (გ. ჰეირმანის "იმედის დაღუპვა"), კარინკიმა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), დედა (ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"), ქეთევანი (ვ. გაბისკირიას "ქეთევან წამებული"), შაბუნინა (ბ. ლავრენიოვის "მეზღვაურები"), ბეატრიჩე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), დიასახლისი (ვ. კატაევის "დასვენების დღე"), ფრიცი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), თამუნია (შ. დადიანის "კაკალ გულში"), ლირსა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), კნეინა ჩიტუნია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ელი (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი"), მარინე (ს. შანშიაშვილის "ფოლადური"), მარგო (მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.13

Awards and Honors

  • 1946 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

Share: