The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანიჩკა საყვარელიძე

ვანიჩკა საყვარელიძე
ოფიციალური სახელი:ივანე საყვარელიძე
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1921
გარდაცვ. თარიღი:30 მარტი, 2002  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1947 წელს.

1947 წელს მიიწვიეს მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1962 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), მირანგულა (ჩიტაიშვილის "მირანგულა"), პერციბინი, ლეშჩი (მ. გორკის "მდაბიონი", "უკანასკნელნი"), მღებავი (მინკოსის "გვარს არ დავასახელებ") და სხვა. გადაღებულია 43 ფილმში. მათ შორის აღსანიშნავია: მკითხავი ფრიდონი ("ხარება და გოგია"), უცნობი ("ყველაზე სწრაფი მსოფლიოში"), საიუველირო მაღაზიის დირექტორი ("ვინ არის მეოთხე"), ბერიკაცი ("უკვდავების თეთრი ვარდი"), ბატონი ("დიდოსტატის მარჯვენა"), ისაკი ("დათა თუთაშხია"), გლეხი ("ამბავი ივანე კოტორაშვილისა"), კიღურაძე ("ციმბირელი პაპა"), მარკშეიდერი ("ცისფერი მთები") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.21

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: