The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრა ლემერგარდტი

ალექსანდრა ლემერგარდტი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1896
გარდაცვ. თარიღი:1960  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი.

დაამთავრა ე. მ. გედდის ქალთა კერძო გიმნაზია 1914 წელს.

1914-1916წწ სწავლობდა ბესტუჟევის ქალთა უმაღლეს კურსებზე; 1918-1922წწ. პეტროგრადის სამსახიობო ოსტატობის სკოლაში.

1922-1937წწ. მოღვაწეობდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. 1937 წლიდან თბილისის გრიბოედოვის თეატრის მსახიობი იყო, სადაც განასახიერა შემდეგი როლები: ანა დიმიტრიევნა (ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა", "ცოცხალი ლეში"), ზაბელინა (ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები"), ნასტასია პეტროვნა, გლუმოვა (ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდები", "ბელუგინის ქორწინება"), მადამ პერნელი (მოლიერის "ტარტიუფი"), ანა (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), სამოზვანცევა (ვ. შკვარკინის "უბრალო გოგონა"), კლავდია (ს. ნაიდენოვის "ვანიუშების შვილები"), მისის კენდერი (რ. შერიდანის "ავყიობის სკოლა"), მარფა ტიმოფეევნა (ი. ტურგენევის "აზნაურთა ბუდე"), როზალია (ე. ფილიპოს "ფილუმენა მარტურანო"), ოქსანა ანდრეევნა (ა. კორნეიჩუკის "მაკარ დუბრავა") და სხვა. 

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.14; кино-театр.ру -www.kino-teatr.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: