The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ქელბაქიანი

დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1911
გარდაცვ. თარიღი:1971  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა ხონის საშუალო სკოლა 1928 წელს.

სკოლაში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა ხონის სცენისმოყვარეთა მიერ გამართულ სპექტაკლებში; 1930 წელს მსახიობად დაიწყო მუშაობა სოხუმის სახელმწიფო თეატრში. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა თბილისის წითელი არმიის, თელავისა და ქუთაისის თეატრებში; 1934-1937წწ. იყო ბაქოს ქართული თეატრის მსახიობი; 1937-1941წწ. - ხაშურის თეატრის მსახიობი; 1945 წლიდან მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოსმან-აღა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ანდრეევი (გ. მდივნის "ბრმა"), დათო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ოლეკო დუნდიჩი (ა. რჟევსკისა და მ. კაცის "ოლეკო დუნდიჩი"), კივკიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ერეკლე მეფე (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), გელა (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ბორისი (ა. ოსტროვსკის "ჭაქა-ქუხილი"), ფონ შტუბე (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), რიჩარდი (ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე"), კაც ზვამბაია (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.22

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: