The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თიკო ღვინიაშვილი

თიკო ღვინიაშვილი
ოფიციალური სახელი:თინათინ ღვინიაშვილი
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1901
გარდაცვ. თარიღი:1983  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვანთა, თელავის რაიონი.

დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი 1919 წელს.

მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში. 1917 წელს თელავის დრამატული წრის წარმოდგენაში შეასრულა ქრისტინეს როლი (პ. ირეთელის ამავე სახელწოდების პიესაში). წლების მანძილზე მოღვაწეობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში: თელავის დრამწრეში (1917-1922), ქუთაისის (1924-1925), ჭიათურის (1925-1926), რუსთაველის (1926-1935), სიღნაღის (1936-1937), თელავის (1937-1938) თეატრებში; 1938 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ლ. მესხიშვილის სახელობის ქუთაისის თეატრის წამყვანი მსახიობი. მან ქართულ სცენაზე 200-მდე როლი შეასრულა. მათ შორის აღსანიშნავია: ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ცაბუ (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ბარონესა შტრონგერი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი", დარო (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), ელენე (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), თამარი (ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი"), მაშიკო (ავქ. ცაგარელის "ციმბირელი"), კოსტილევა (ძმები ტურის და შეინინის "ჭიდილი"), ვერა (აფინოგენოვის "მაშენკა"), პოლინა (მ. გორკის "მტრები"), დეზდემონა, რეგინა (უ. შექსპირის "ოტელო", "მეფე ლირი") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.24

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: