The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ გოგიტიძე

რევაზ გოგიტიძე
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1973წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ბათუმის ფილიალში არქიტექტორად; 1975 წელს გადაიყვანეს აჭარის "სახმშენის" საპროექტო ბიუროს მთავარ არქიტექტორად; 1977-1985წწ. იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, აჭარის შემოქმედებითი საპროექტო სახელოსნო "აჭარპროექტის" დირექტორი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში არქიტექტურის განხრით; 1985 წელს დაინიშნა ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორად და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამსახურს; კომპანია "ARG"ის პრეზიდენტი და სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "აჭარარქფონდის" გენერალური დირექტორი; მისი ავტორობით დაპროექტდა: მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ბათუმსა და ხელვაჩაურში, ქობულეთსა და შუახევში, საბავშვო ბაღები და კულტურის კერები, ადმინისტრაციული შენობები გონიოსა და მახინჯაურში, სასტუმრო ბათუმში და ა.შ.; გამოქვეყნებული აქვს 4 სამეცნიერო ნაშრომი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.151-152

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბათუმის საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1986-1988)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1976-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაცია, თავმჯდომარე
  • სსრკ არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1977-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - არქიტექტურის თბილისის ბიენალეს ლაურეატი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: