Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ გოგიტიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1973წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ბათუმის ფილიალში არქიტექტორად; 1975 წელს გადაიყვანეს აჭარის "სახმშენის" საპროექტო ბიუროს მთავარ არქიტექტორად; 1977-1985წწ. იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, აჭარის შემოქმედებითი საპროექტო სახელოსნო "აჭარპროექტის" დირექტორი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში არქიტექტურის განხრით; 1985 წელს დაინიშნა ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორად და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამსახურს; კომპანია "ARG"ის პრეზიდენტი და სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "აჭარარქფონდის" გენერალური დირექტორი; მისი ავტორობით დაპროექტდა: მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ბათუმსა და ხელვაჩაურში, ქობულეთსა და შუახევში, საბავშვო ბაღები და კულტურის კერები, ადმინისტრაციული შენობები გონიოსა და მახინჯაურში, სასტუმრო ბათუმში და ა.შ.; გამოქვეყნებული აქვს 4 სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.151-152 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |