Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვენედიქტე გოგიჩაიშვილი![]()
Biographyდაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1935 წელს. 1942 წლამდე მუშაობდა აღსტაფის სალიანდაგო დისტანციაში გზის ოსტატად; 1942 წლიდან ქუთაისის სარკინიგზო უბნის უფროსის მოადგილედ; 1945-1959წწ. გაგრის სალიანდაგო დისტანციის უფროსად; 1950-1958წწ. ხაშურის სალიანდაგო დისტანციის უფროსი იყო; 1958 წელს გადაყვანილ იქნა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის საკავშირო ტრესტში ხიდების მშენებელი მატარებლის უფროსად; 1963 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სარკინიგზო ლიანდაგის სამსახურის უფროსის მოადგილედ; 1966 წლიდან კი ამიერკავკასიის რკინიგზის ლიანდაგის სამსახურის უფროსად; 1981 წლიდან მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვაში", სადაც 1993 წლამდე ხელმძღვანელობდა მეცნიერულ კვლევათა შედეგების მშენებლობაში დანერგვისა და კაპიტალური მშენებლობის განყოფილებას; ემსახურებოდა საქართველოს ზღვისა და მდინარეების ნაპირების წარეცხვისგან დაცვის საქმეს; 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში ტექნიკური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.152; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.157 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |