შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო გოგიჩაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1939 წელს და ჩააბარა თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში, საიდანაც სავალდებული სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. თელავის სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიაში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. მუშაობდა ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" - მშენებლობის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ მექანიკოსად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1959 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსად; 1960 წლიდან იყო ტრესტ "თბილსპეცმშენის", 1963 წლიდან - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის", ხოლო 1966 წლიდან - იმავე სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მმართველი; 1969-1973წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტრესტ "ინჟმშენის" მმართველად; 1973 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1988 წელს - რესპუბლიკური გაერთიანება "საქსამოქალაქომრეწვმშენის" კაპმშენებლობის სამმართველოს უფროსად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.152-153 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |