The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ გოგიჩაშვილი

თენგიზ გოგიჩაშვილი
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1929  (96 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს.

1952 წელს სამუშაოდ განაწესეს ქ. ნიკოლაევში სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ხიდმშენ" N444-ის სისტემაში. თავიდან მუშაობა დაიწყო მშენებელ-ოსტატად, შემდგომ - სამუშაოთა მწარმოებლად; 1957 წელს დაინიშნა "ხიდმშენ 470"-ის ჯერ მთავარ ინჟინრად, 1962 წელს კი - უფროსად; 1972 წელს გადაყვანილ იქნა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს ყაზახეთისა და შუა აზიის რესპუბლიკების მთავარი გაერთიანების უფროსად; 1981 წლიდან დაინიშნა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ისეთი ობიექტების მშენებლობაზე, როგორებიცაა "ბარნაული-ლოკოტიუსტ-კამენოგორსკის" რკინიგზის მაგისტრალი (მანგიშლაკის ოლქში), ერთ-ერთი უდიდესი სარკინიგზო ხიდი მდ. ობზე (ალტაის მხარეში), რომელიც სრულიად ახლებური საინჟინრო ტექნოლოგიებით იქნა აგებული, ასევე, "მაკაუ-აქტაუს" 500 კმ-იანი სარკინიგზო მაგისტრალი და ა.შ.; დაჯილდოვდა ხუთი მედლით, მათ შორის: ბამ-ის მშენებლობისათვის; არაერთგზის იყო არჩეული ყაზახეთის უმაღლესი საბჭოსა და გურიევის საოლქო საბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.153

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურებული მშენებელი
  • 1974 - საბჭოთა კავშირის საპატიო რკინიგზელი მშენებელი
  • 1972 - ყაზახეთის სსრ დამსახურებული მშენებელი
  • 1971 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1967 - ლენინის ორდენი
  • 1962 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია

გააზიარე: