The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის ლოტკინი

Date of birth:2 February, 1903  (122 years)
Date of death:19??
Category:Painter, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კიროვი.

დაამთავრა ქ. ვიატსკის(რუსეთის ფედერაცია) სადეკორაციო სახელოსნო.

1919 წელს მუშაობას იწყებს ქ. ვიატსკის თეატრში რეჟისორის თანაშემწედ. 1922 წ. მუშაობს ამავე თეატრში დამდგმელ მხატვრად. 1926 წლიდან მოღვაწეობს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქების თეატრებში. 1938 წლიდან თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის მხატვარ-დეკორატორია. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი", ძმ. ტურისა  და ლ. შეინინის "გენერალური კონსული", ნაიდენოვის "ვანიუშინის შვილები", ლენსკის "ლევ გურიჩ სინიჩკინი", კ. ტრენიოვის "ლიუბოვ იაროვაია", კ. სიმონოვის "რუსი ხალხი", კრონის "ფლოტის ოფიცერი", არბუზოვის "ტანია", მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა" და სხვ. 1939 წლიდან მოღვაწეობდა შ. რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში მხატვარ-დეკორატორად. სადაც გააფორმა შემდეგი სპექტაკლები: უ. შექსპირის "აურზაური არაფრისთვის", ლ. ანდრეევის "დღენი ჩვენი ცხოვრებისა", ჯ. პრისტლის "კონევი და მისი ოჯახი", მ. გორკის "მდაბიონი" და სხვ. მხატვარ-დეკორატორი.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.10



Share: