The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარგარიტა ქილარჯიშვილი

მარგარიტა ქილარჯიშვილი
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1893
გარდაცვ. თარიღი:1948  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზია 1906 წელს; 1923-1924 წლებში სწავლობდა მოსკოვის დრამატულ სტუდიაში.

1906 წელს მიწვეულ იქნა მსახიობად ქუთაისის თეატრში. აქედან მოყოლებული იგი განაგრძობდა სცენაზე მუშაობას საქართველოს სხვადასხვა თეატრებში: თბილისის(1907-1908 და 1913-1914), ქუთაისის(1908-1909, 1917-1918, 1925-1926), ჭიათურის(1909-1912), ბაქოს ქართულ(1915-1917, 1921-1922, 1933-1034), თბილისის მუშათა (1918-1920, 1927-1928), სოხუმის (1930-1931), მარჯანიშვილის(1934-1936), ბათუმის(1937-1938), რუსთაველის(1938-1948) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზეინაბი(ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), მარო(ი. შიუკაშვილის "სიმახინჯე"), თეკლე(ს. ჭანტურიშვილის "ბურჯი"), კატო(ტრ. რამიშვილის "მეზობლები"), კორნელა(მონტის "კაი გრაკხი") და სხვ. მსახიობი ასევე მონაწილეობდა კინოფილმებში: "გიული"(1927), "ორი მონადირე"(1927), "ჯანყი გურიაში"(1928), "უგუბზიარა"(კონდრატის ცოლი, 1930). მანვე თარგმნა პიესები: გორკის "ეგორ ბულიჩოვი", ჯეკ ლონდონის "მგლები", სკრიბას "ქალთა ბრძოლა".

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.-გვ.11; ეროვნული ფილმოგრაფია: www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: