Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარგარიტა ქილარჯიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზია 1906 წელს; 1923-1924 წლებში სწავლობდა მოსკოვის დრამატულ სტუდიაში. 1906 წელს მიწვეულ იქნა მსახიობად ქუთაისის თეატრში. აქედან მოყოლებული იგი განაგრძობდა სცენაზე მუშაობას საქართველოს სხვადასხვა თეატრებში: თბილისის(1907-1908 და 1913-1914), ქუთაისის(1908-1909, 1917-1918, 1925-1926), ჭიათურის(1909-1912), ბაქოს ქართულ(1915-1917, 1921-1922, 1933-1034), თბილისის მუშათა (1918-1920, 1927-1928), სოხუმის (1930-1931), მარჯანიშვილის(1934-1936), ბათუმის(1937-1938), რუსთაველის(1938-1948) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზეინაბი(ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), მარო(ი. შიუკაშვილის "სიმახინჯე"), თეკლე(ს. ჭანტურიშვილის "ბურჯი"), კატო(ტრ. რამიშვილის "მეზობლები"), კორნელა(მონტის "კაი გრაკხი") და სხვ. მსახიობი ასევე მონაწილეობდა კინოფილმებში: "გიული"(1927), "ორი მონადირე"(1927), "ჯანყი გურიაში"(1928), "უგუბზიარა"(კონდრატის ცოლი, 1930). მანვე თარგმნა პიესები: გორკის "ეგორ ბულიჩოვი", ჯეკ ლონდონის "მგლები", სკრიბას "ქალთა ბრძოლა". წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.-გვ.11; ეროვნული ფილმოგრაფია: www.geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |