The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ჭყონია

ალექსანდრე ჭყონია
Other name:მაჭახელიძე  (Pseudonym)
Date of birth:17 June, 1855
Date of death:8 October, 1907  (at 52 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Lawyer, Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1875 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. შემდეგ ისტორიის მეცნიერების დასაუფლებლად პარიზს გაემგზავრა.

1877 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდგომ სხვადასხვა დროს მსახურობდა ქუთაისის, ფოთის, შორაპნისა და ოზურგეთის სასამართლოებში. 1881 წელს თავი დაანება სახელმწიფო სამსახურს და ნაფიც ვექილად დაიწყო მუშაობა ჯერ ქუთაისში, შემდეგ - თბილისში. მისი პირველი კორესპონდენცია 1874 წელს დაიბეჭდა გაზეთ "დროებაში". 1890 წელს საკუთარი ხარჯით გამოსცა "ისტორიული ნარკვევი" (საისტორიო ქრესტომათია). მან პირველმა გააცნო ქართველ მკითხველს ევროპელი მოგზაურებისა და მისიონერების ცნობები საქართველოს შესახებ ("პიეტრო დელა ვალლეს მოხსენება საქართველოს შესახებ - 1627 წ.", "ივერია, 1871 წ. N 111"; "იტალიელი მოგზაურები საქართველოში მე-15 საუკუნეში: იოსაფა ბარბარო და ამბროზიო კონრატინი", "მოამბე", 1894, N XI; "ტავერნიეს მოგზაურობიდან მე-17 საუკუნეში", "მოამბე", 1898, VI; "არქანჯელო ლამბერტი - სამეგრელოს აღწერა", თბ., 1901). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემის საქმეში. 1894-1905 წლებში იყო ჟურნალ "მოამბის" რედაქტორი, 1899-1900 წლებში გაზეთ "ცნობის ფურცლის" რედაქტორ-გამომცემელი საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.410; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თავმჯდომარის ამხანაგი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამგეობის წევრი

Bibliography


Share: