The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა ვაშაკიძე

ლამარა ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1958 წელს.

1958 წლიდან ქუთაისის თეტრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნატუა (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), გაიანე (ი. სუმბათაშვილის "ღალატი"), ხატია(ნ. დუმბაძის : "მე ვხედავ მზეს"), ირინე, პელაგია(დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), ანა პავლოვნა(ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), რუსუდანი, ნარგუთა (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"და "ბუღარა"), დედოფალი (ა. დიუმას "სამი მუშკეტერი"), ელიზავეტა დანილოვნა (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ანა ფრანკი (გუდრიჩისა და ჰაკეტის "ანა ფრანკის დღიური"), მარიკა, სალომე (ალ. ჩხაიძის "ხიდი", "თავისუფალი თემა"), ციალა, ციცინო(დ. კვიცარიძის "მამის კვალზე" და "როცა სიცოცხლე გეძახის"), მარიამი (ი. ვაკელი "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), ისმენე (სოფოკლეს "ანტიგონე"), მოსწავლე გოგონა (ი. ვოლჩეკის "სასამართლო ქრონიკა"), ადა ( თ. ჭილაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან") და სხვა. 2014 წლის 14 მაისს ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის წინ ლ. ვაშაკიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.12; TOP NEWS-გაიგე მთავარი იმერეთში: topnews.com.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.54

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: