შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გოგიჩაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 და N13 სამშენებლო ტრესტებში - მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1974 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1981 წელს გადაიყვანეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1996 წელს დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალირი დაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვისა და განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, ხოლო 2000 წლიდან - ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; 2004 წლიდან მუშაობს სს "თბილმრეწვმშენ-3"-ის კომერციულ დირექტორად; 1960-2003წწ. მისი მონაწილეობით საქართველოში 350 ობიექტი აშენდა; მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტი დაჯილდოვდა "საპატიო ნიშნის" ორდენით; მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.153-154; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |