The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მათითაიშვილი

დავით მათითაიშვილი
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1994  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1936 წელს(მებაღე-მევენახეობა), ერთ ხანს თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტშიც სწავლობდა.

მღეროდა ჯერ ტექნიკუმის, ხოლო შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გუნდებში; 1946 წლიდან ტექნიკუმის, საშუალო სკოლების და საკოლმეურნეო გუნდებს ხელმძღვანელობდა; სხვადასხვა დროს რაიონულ დათვალიერებებზე გუნდების კარგად გამოყვანისათვის მიღებული აქვს მრავალი ქების სიგელი; 1964 წელს საქართვლოს საგუნდო და ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმმა ხალხური სიმღერების საუკეთესო შემსრულებელთა მეორე რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვებისათვის დიპლომით დააჯილდოვა; ხალხურ კილოზე დაყრდნობით შექმნა სიმღერები: "ბუღურა მამალაძეზე", "გურიაზე", "საბჭოთა ქალებზე", "მარიამ ბუკისციხელზე", "საკოლმეურნეო", "შაირები"; 1956 წლიდან ხიდისთავის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ხოლო 1958 წლიდან ხელმძღვანელობდა ჩოხატაურის რაიონის "შვიდკაცას"; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 138



გააზიარე: