The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სულიკო მამულაიშვილი

Date of birth:1929
Date of death:2006  (at 77 years)
Category:Conductor

Biography

სწავლობდა ქ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე.

მუშაობდა კოლმეურნეობაში ბრიგადირად, შემდეგ ჩაის დამამზადებელი პუნქტის გამგედ; ექვსი წელი სასოფლო საბჭოს აღმასკომის მდივნის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 1958 წლიდან პარალელურად მუშაობდა სოფელ ქაქუთის საკოლმეურნეო კლუბთან არსებული თვითმოქმედი ანსამბლის ხელმძღვანელად; 1957 წელს მონაწილეობა მიიღო ფესტივალში, სადაც კარგი მაჩვენებლებით წარსდგა მისი ხელმძღვანელობით არსებული საკოლმეურნეო ანსამბლი; გუნდის ხელმძღვანელმა ხალხური სიმღერების სწორი გადაცემის უნარი გამოავლინა; ანსამბლმა თავი ისახელა აგრეთვე მერვე და მეცხრე ოლიმპიადებში, რისთვისაც სიგელებით დააჯილდოვეს; ინდივიდუალურ შემსრულებელთა მეორე რესპუბლიკურ კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედლით; გარდა დირიჟორობისა იყო კარგი მომღერალიც(შესანისნავი ბანი), კარგად ფლობდა ქართულ ეროვნულ საკრავებს, როგორც პედაგოგი ყოველთვის მონდომებით გადასცემდა თავის მოწაფეებს ხალხური სიმღერის იშვიათ ვარიანტებს; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 142

Awards and Honors

  • 1960 - აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკი

Share: