Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ხავთასი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ახლანდელი ოზურგეთის რაიონი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 1961-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე. იგი ავტორია შრომებისა ძველი და ახალი პერიოდის გერმანულ ლიტერატურაში. მათგან მნიშვნელოვანია: "ნიბელუნგების არქიტექტონიკა" (1936), "გოეთე და რევოლუცია" (1937), "ნარკვევები გერმანული ლიტერატურის ისტორიიდან" (ტ. I -1953, ტ II-1965), ჰაინრიხ ჰაინეს "ხელოვნების თეორია" (1962), "ნარკვევები გერმანული კლასიკური ლიტერატურიდან" (1975), "წერილები გერმანულ ლიტერატურაზე" (1977), "შუა საუკუნეების გერმანული ლიტერატურა" (1980); ეკუთვნის სხვა მრავალი ნარკვევი, სტატია, კრიტიკული წერილი. თანაავტორია "საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიისა" (1-2 ტ., ავტორთა ჯგუფი, 1959, 1985). მონაწილეა დიდი სამამულო ომისა. მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I ხარისხის სამეცნიერო პრემია (1953, 1965). ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1949), პროფესორი(1953). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.413 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |