The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფარსმან სონღულაშვილი

ფარსმან სონღულაშვილი
Date of birth:13 February, 1923
Date of death:2001  (at 77 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიღომი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1948 წელს

1948- 1965 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1965 წლიდან კი მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოამბე ( ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), იაკობ გომარელი (ვ. გაბესკირიას "ახალი წლის ღამე"), კლეშჩი (მ. გორკის "ფსკერზე"), ზაქ-ბერიკა, დაუნა (ლ. გოთუას "სამსახეობა რაინდისა" და "მეფე ერეკლე"), გორნოსტაევი (კ. ტრენიოვის "ლიუბოვ იაროვაია"), ყაჩაღი ხოჯა (გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო"), ილია (გ. მდივნის "ვარდო"), დათუნა ჩივაძე (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), როდამიშვილი (დ. კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება"), ირაკლი მექვაბიშვილი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), პიერო(ა. ოსტროვსკის "ლამაზი მამაკაცი"), არჩილი (კ. ბუაჩიძის "ვარდი ასფურცლოვანი") და სხვ. მსახიობი ასევე გადაღებულია კინოფილმებში: "კეთილი კაცი - "ობოლა" (ერთხელ შაქრიანში)" (1985), "ყვითელი ჩიტი" (1983), "ბერიკაცები" (1975), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1965), "გამსვლელი პაიკი" (1970), "აბეზარა" (1956), "ქალის ტვირთი" (1957).

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.14; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.302

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური და კინო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: