შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გაფრინდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1946 წელს. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. 1960 წლიდან იყო ლაბორატორიის გამგე. ვახტანგ გაფრინდაშვილის ძირითადი შრომები ეძღვნება რთული მინერალური ნედლეულის კომპლექსური, რაციონალური ტექნოლოგიების დამუშავებას. მან პირველმა შექმნა სპილენძის შემცველი სულფიდური, აგრეთვე მანგანუმის, მაგნიუმის, კალციუმის დაჟანგული და კარბონატული მადნების ერთობლივი კომპლექსური გადამუშავების პიროჰიდრომეტალურგიული მეთოდები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1978). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.565 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |