The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხა ხელაშვილი

მიხა ხელაშვილი
ოფიციალური სახელი:მიხეილ ხელაშვილი
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1900
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 1925  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახადი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია (ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი).

1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და "შეფიცულთა რაზმის" წევრი; 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთშიარსებობს ორი ვერსია პოეტის გარდაცვალების შესახებ: პირველი ვერსიით მეგობრის სახლში სტუმრად მისული მიხა ხელაშვილი ვერაგულად მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა სამმა ადამიანმა, 1925 წლის 13 თებერვალს დაახლოებით საღამოს 10 საათზე. მათი გვარ-სახელები ცნობილია; მიკვლეულია ხელაშვილის მკვლელობის დოკუმენტიც (დუშეთის მილიციის უფროსის ჭურღულიას პატაკი); მეორე ვერსიით მიხა დუშეთის მილიციის რაზმთან ბრძოლის დროს დაიღუპა. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე. ავტორია პოპულარული ლექსისა "ლექსო ამოგთქომ ოხერო", რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ მის მშობლიურ ფშავში. ქართველი სახალხო პოეტი მიხა ხელაშვილი მთავარი გმირია პოემისა "ბოლშევიკურად ჯვარცმულნი". ეს პოემა შესულია კრებულში "მე პოეზიის ანგელოზი მალაპარაკებს" (ავტ. ნოდარ ჟიჟიაშვილი). ეროვნულ არქივში ინახება საეკლესიო ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ მიხეილ ხელაშვილი დაბადებულია 1899 წლის 11 დეკემბერს (ძვ.სტ.), ე.ი. იგი ზუსტად დაბადებულია 1899 წლის 23 დეკემბერს.

წყარო: burusi.wordpress.comკახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.696

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - საქართველოს ეროვნული გმირი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: