The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კორნელი მაღრაძე

დაბადების თარიღი:1866
გარდაცვ. თარიღი:1936  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წევა, ზესტაფონის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ ოდესის სემინარიაში.

სემინარიაში სწავლის პერიოდში ნოტები შეისწავლა და სემინარიის დამთავრების შემდეგ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო პედაგოგად მუშაობა, პარალელურად, 1904 წლამდე სიმღერა-გალობას ასწავლიდა; გაიხსნა თუ არა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, მიწვეულ იქნა სიმღერა-გალობის მასწავლებლად; მისი მოწაფეები იყვნენ შემდგომში ცნობილი მათემატიკოსი ანდრია რაზმაძე, ინჟინერ-მეტალურგი ნიკოლოზ ქაშაკაშვილი, ექიმი-თერაპევტი ნ. გეგეჭკორი, ინჟინერი გრ. გეგეჭკორი(ეს უკანასკნელი მასწავლებელს გუნდის ლოტბარობაში ეხმარებოდა); მას შესანიშნავი ტემბრის ტენორი ჰქონდა; მის მოსასმენად მრავალი არამლოცველიც კი მოდიოდა ქუთაისის სობოროში, სადაც იგი არქიელის მიწვევით დიდხანს იყო საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელი; გარდა ამისა, ქუთაისშივე მან მრავალი ხალხური გუნდი ჩამოაყალიბა და ხშირად მართავდა საჯარო კონცერტებს; ამავე პერიოდში დაიწყო მან მოღვაწეობა, როგორც კომპოზიტორმა; დაიბეჭდა მისი ადრეული ნაწარმოებები, რომანსი "ჩემს ვარსკვლავს"(ნიკოლოზ ბარათაშვილის ტექსტზე); მრავალი ხალხური სიმღერა ნოტებზე გადაიღო, მრავალიც საგუნდოდ გადაამუშავა, რომელთაც გუნდების რეპერტუარში რთავდნენ მელიტონ კუხიანიძე, ძმები მიხეილ და ნიკო შარაბიძეები, მისი ყოფილი მოწაფე, კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი; იგი საკმაო დროს უთმობდა საეკლესიო მუსიკის შექმნას, მეტად მელოდიურია მისი "მამაო ჩვენო", "მრწამსი"; მალე იგი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად; აქ რკინიგზის სკოლაში მუშაობდა პედაგოგად, ხოლო პარალელურად 1924-1930წწ. უძღვებოდა პროფსაბჭოს ხალხურ მომღერალთა გუნდს; ძალიან ხშირად სხავდასხვა ხალხურ გუნდებს, ამავე პროფსაბჭოს დავალებით, კონსულტაციებს უწევდა; თავის ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა ახლბედა ლოტბარებს; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 146

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1906-19??)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-19??)

გააზიარე: