The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მამუჩაშვილი

დაბადების თარიღი:23 მაისი, 1916  (107 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა რუსთაველის თეატრთან არსებული სტუდია 1936 წელს.

1936-1940წწ. იყო რუსთაველის, ხოლო 1940 წლიდან თელავის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გურიელი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), სიმონი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), მეწისქვილე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), მეფე (გ. ქელბაქიანის "თქმულება სიყვარულზე"), პაპუნა (ს. შანშიაშვილის "ურჩი მფლობელი"), იანვარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), იოვანე (ავქ. ცაგარელის "ციმბირელი"), დათო (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), ბერიკა (გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი"), ურაზმაგი (ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი"), კნუროვი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), შიპუჩინი (ა. ჩეხოვის "იუბილე"), ანდრიას ელიზბარიანი (ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის"), ჩან-ხაი (ცხაი დიან ჩუის "38 პარალელი სამხრეთით") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.27

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: