შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ნანეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასი 1955 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1961 წელს. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1992 წელს დაიწყო მუშაობა ფილოსოფიის ინსტიტუტში ლაბორანტად, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელად; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1996-1997წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1997 წლიდან იყო თეატრალური ინსტიტუტის ლექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. გამოდიოდა იმდროინდელი რეფორმისტული ოპოზიციის, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის კრიტიკით. წყარო: საქართველოს პარლამენტი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.272 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |