შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჯალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გალავანი, მცხეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახკინმრეწვის და თბილისის პროლეტკულტურის სასწავლებელი სამსახიობო განხრით 1925 წელს. კინოში მოღვაწეობა დაიწყო 1927 წლიდან. ქართულ ფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ტრაქტორისტი ("ჰოლტზე" 1926), საბა ("საბა" 1929), ბესო ("გაყრა", 1930), ("უკანასკნელი მასკარადი", 1934). რეჟისორის თანაშემწედ მუშაობდა კინოფილმში "დაგვიანებული სასიძო" (1939). დამოუკიდებლად გადაიღო კინონოველები: "სადარაჯო ჯიხური" (1941), "განთავისუფლებული მიწა" (სვერდლოვსკის კინოსტუდია, 1943), "ხრამჰესი" (1945), "თეთრი მელია" (1947), "ბუნების გარდამქმნელები" (1948), "საბჭოთა საქართველო" (1948), "პუშკინი საქართველოში" (1949). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.16; ეროვნული ფილმოგრაფია : www.geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |