შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გეგუთი, ქუთაისის მაზრა. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის სახელმწიფო თეატრში (1931-1932), ბათუმის მუშა-ახალგაზრდობის (1933-1935) და ფოთის სახელმწიფო (1936-1951) თეატრებში; 1951 წლიდან იყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხატიჯე (კ. კალაძის "ხატიჯე"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), იოკასტე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ელენე (მ. გორკის "მზის შვილები"), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ლიდა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), მართა (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), ტატიანა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ფეტონია (ა. ოსტროვსკის "უეცარი სიმდიდრე"), შუანეტი (ი. ვაკელის "შამილი"), ლედი მილფორდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ელენე (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), ირინე (ძმ. ტურისა და ლ. შეინინის "გენერალური კონსული") აღათი (გ. ბერძენიშვილის "ჩვენი მიწა"), სუსანა (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.29; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.434 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |