The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯიმშერ მუჯირი

დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1933
გარდაცვ. თარიღი:1990  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი 1957 წელს.

ინსტიტუტის სწავლის პერიოდში მუშაობდა თბილისის I საშუალო სკოლაში, დირექტორის მოადგილედ მუსიკალური აღზრდის დარგში. მისი ინიციატივით სკოლასთან ჩამოყალიბდა მუსიკალური ჯგუფები. სხვადასხვა წლებში მუშაობს: თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში დირექტორის მოადგილედ(1958-1963); თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში სამხატვრო საბჭოს პასუხიმგებელ მდივნად და სალიტერატურო ნაწილის გამგედ(1963-1965); ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური სამეცნიერო კაბინეტის დირექტორად(1965-1975); განათლების სამინისტროს იდეურ-ზნეობრივი აღზრდის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის (კაბინეტის) დირექტორად(1975-1977); სახელმწიფო ფილარმონიაში სამმართველოს უფროსად და მთავარ რეჟისორად(1977-1979); პროფტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტში აღმზრდელობითი მუშაობის სამმართველოს უფროსად(1979-1986); ფილარმონიის დირექტორ-განმკარგულებლად(1986-1990). ჯ. მუჯირი თარგმნიდა რუსული ლიტერატურის კლასიკოსთა ნაწარმოებს. 1966 წელს მისი ინიციატივით საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეიქმნა საბჭოთა კავშირში პირველი მხატვრული აღზრდის სახლი. ასევე, მის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს თბილისში ბავშვთა მხატვრული ნამუშევრების მუზეუმის შექმნა.

იყო ბავშვთა მხატვრული აღზრდის პედაგოგთა მსოფლიო კონგრესის "ინსეას" რამდენიმე კონგრესის(ორი უნგრეთში და ერთი მოსკოვში) დელეგატი.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.14

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: