Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მახარაძე![]()
Biographyკრიმანჭულის ერთ-ერთი თვალსაჩინო შემსრულებელი იყო; წარმატებით გამოდიოდა სამუელ ჩავლეიშვილის ანსამბლთან ერთად; არაერთხელ უმღერია საჯარო კონცერტებში; მის შესრულებას თვითმყოფადობა ახასიათებდა; საუკუნის დასწყისში ფოთში გადასახლდა, სადაც თითქმის ოცი წელი იმუშავა არტელში რკინიგზის სადგურის მტვირთავ მუშად; იქვე, ფოთში ქმნიდა მომღერალთა პატარა ჯგუფებს და დროდადრო კონცერტებს მართავდა; პარალელურად სოხუმშიც ჩადიოდა და ძუკუ ლოლუას და მის ანსამბლს ხელს უწყობდა გურული სიმღერების უკეთ შეთვისებაში; 1912-1913წწ. იყო ფოთში ავქსენტი მეგრელიძის ხელმძღვანელობით არსებული ანსამბლის სოლისტი და ხელმძღვანელს ეხმარებოდა ხალხური სიმღერების სწორად შესრულებაში; შემდეგ ისევ რკინიგზაში განაგრძო მუშაობა მეარტელედ; აქ მომღერალთა პატარა ჯგუფებს უძღვებოდა, ხოლო შემდეგ ჯერ რკინიგზის ანსამბლს უძღვებოდა, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქკოოპკავშირის არტელ "რეკორდთან" ჩამოყალიბებულ გურულ მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა; მისი მონდომებული მუშაობის შედეგად, ფოთსა და თბილისში გურულ მომღერალთა გუნდების მრავალი ხელმძღვანელ-ლოტბარი გამოვლინდა, რომლებმაც განაგრძეს დიდი სახალხო საქმე; 1927 წელს მოსკოვში გამართულ ქართულ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად ალექსანდრე მახარაძე ვარლამ სიმონიშვილმა წაიყვანა; ქართული ხალხური სიმღერის ამაგდარმა მოღვაწემ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე; ითვლებოდა სიმღერა "ჰა დილას" ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 148
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |