შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ გოგოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1984წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ ""საქსოფლმშენსახპროექტში" არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1985 წლიდან არის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის სრული პროფესორი; მისი ძირითადი რეალიზებული ობიექტებია: საპრეზენტაციო დარბაზი "არკადია" ბოჭორმის ქუჩაზე (ქ. თბილისი), რესტორანი "გუჯარი" (ქ. მცხეთა), რესტორანი "ოქროს კათხა" ბელიაშვილის ქუჩაზე და რესტორანი "მარკო პოლო" (თბილისში), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (ტაბახმელა, წყნეთი, წავკისი, დიღომი, მცხეთა), მშენებელთა დასახლება მესტიაში; გამარჯვებულია კონკურსებში: სასტუმრო 1000 ადგილზე, ქალაქი ტბილისი - III პრემია (1978წ.), ბათუმის ზღვისპირა ბულვარი - III პრემია (2001წ.), ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები - I პრემია (სამი პროექტი, 2012წ.). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.155 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |