შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის სამტრედიის N5 სამშენებლო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 1964-1969წწ. მუშაობდა ამავე სამმართველოს ბაზაზე ჩამოყალიბებული, ტრესტ "მთავარსოფლმშენის" სამტრედიის N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, ამავე განყოფილების უფროსად; 1969-1980წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, ამავე ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1980-1996წწ. ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის სამმართველოს და საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კაპიტელური მშენებლობის მთავარი სამმართველოს სამტრედიის სარაიონთაშორისო კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს; სხვადასხვა დროს მუშაობდა ქ. სამტრედიის მერიაში, სამტრედიის რაიონული მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ; სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "იმერეთი-1-ის" სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.155-156
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |