The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ გოგოლაძე

ანზორ გოგოლაძე
Date of birth:2 November, 1941  (83 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის სამტრედიის N5 სამშენებლო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 1964-1969წწ. მუშაობდა ამავე სამმართველოს ბაზაზე ჩამოყალიბებული, ტრესტ "მთავარსოფლმშენის" სამტრედიის N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, ამავე განყოფილების უფროსად; 1969-1980წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, ამავე ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1980-1996წწ. ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის სამმართველოს და საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კაპიტელური მშენებლობის მთავარი სამმართველოს სამტრედიის სარაიონთაშორისო კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს; სხვადასხვა დროს მუშაობდა ქ. სამტრედიის მერიაში, სამტრედიის რაიონული მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ; სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "იმერეთი-1-ის" სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.155-156



Share: