შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასო მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სკოლის გუნდში წამყვანი მომღერალი იყო; თექვსმეტი წლისამ ლანჩხუთის საშუალო სკოლაში დამოუკიდებლად შექმნა გუნდი, რომელიც საზეიმო კონცერტებს მართავდა; სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ჩაქვში, ციხისძირის საბჭოთა მეურნეობაში, სადაც ფიცრულ კლუბში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომლის ხელმძღვანელები იგი და მისი უფროსი ძმა, ლევან მახარაძე იყვნენ; 1930 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდით მრავალჯერ მოემსახურა ამ სასწავლებლის პედაგოგებსა და სტუდენტებს; უმაღლესის დამთავრების შემდეგ კარგა ხანს მშენებელ-ინჟინრად მუშაობდა; შემდეგ არტელ "რეკორდში" ჩამოაყალიბა გუნდი(ხელმძღვანელი ალექსანდრე მახარაძე), მასში მღეროდნენე ძმები; ისინი საჭიროების შემთხვევაში გუნდის ხელმძღვანელობასაც ეწეოდნენ, ხოლო ალექსანდრე მახარაძის გარდაცვალების შემდეგ(1933), გუნდის გაძღოლა ორივე ძმას დაეკისრა; საქკოოპინკავშირმა ჩამოაყალიბა ახალი მრავალრიცხოვანი ანსამბლი(ხელმძღვანელი ვასო, ხოლო ლევანი ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი); მალე ანსამბლი დაიშალა, მაგრამ მათ ფარ-ხმალი არ დაყარეს, რამდენიმე მომღერლის დახმარებით მრავალი კონცერტი გამართეს; 1944-1949წწ. ძმები რადიოკომიტეტის გუნდში მღეროდნენ(ხელმძღვანელი ავქსენტი მეგრელიძე); კოოპინკავშირის გუნდი კვლავ აღდგა, ვასო მახარაძე ისევ ხელმძღვანელი იყო, ხოლო მისი ძმა, ლევანი კვლავ ინსტრუმენტულ ჯგუფს განაგებდა; მეექვსე და მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე ანსამბლმა წარმატება მოიპოვა; ვასო მახარაძეს ევალებოდა საგუნდო წრეების მუშაობის შემოწმება და მათთვის მეთოდური დახმარების გაწევა; მან მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ახალციხის და ადიგენის გუნდები გამოიყვანა, წარამტება დიდი იყო; ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე პედაგოგი, სადაც აღზარდა მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებმაც დიდათ ისახელეს თავი; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 150 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |