შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბჟინევი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა ქ. თბილისის მეტალურგიული ტექნიკუმი 1951 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო მაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1956 წელს. 1944-1947წწ. მუშაობდა მაგნიტოგორსკის მეტალურგიულ კომბინატსა და როსტოვის ოლქის ქ. კრასნოსულინსკის მეტალურგიულ ქარხანაში ხიდური ამწის მემანქანედ; 1956-1961წწ. იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N3 საგზაო სამშენებლო რაიონში სამუშაოთა მწარმოებელი; ამავე სამმართველოს გაგრის N3 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1968-1992წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ საავტომობილო გზების სამინისტროს N32 და N41 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოების მთავარ ინჟინრად, N41 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს უფროსად; 1992-2006წწ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სადისპეტჩერო სამსახურის უფროს ინჟინრად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.156 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |