შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო რუსეთში - გორკის ოლქში მშენებელ ოსტატად; 1973 წლამდე, რუსეთში საქმიანობის პერიოდში, სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. იყო მოსკოვის სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1973 წელს გადმოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მმართველად და, თავისი ძალისხმევით, ჩამორჩენილი ტრესტი მოწინავეთა რიგებში ჩააყენა; 1980 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 1981-1984წწ. იყო საქართველოს მშენებლობის მინისტრი; 1984 წელს გადაიყვანეს მოსკოვში საკავშირო მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1994 წელს დაინიშნა მოსკოვის ერთ-ერთი სამშენებლო გაერთიანების გენერალურ დირექტორად; ხელმძღვანელობდა თბილისში არაერთი სამრეწველო და საზოგადოებრივი ობიექტის გაფართოება-განახლებასა და მშენებლობას. მათ შორისაა: "დინამოს" ცენტრალური სტადიონი, ჩარხმშენებელი ქარხანა, მაუდ-კამვოლის კომბინატი, ხორცისა და რძის კომბინატი, უნივერმაღი "თბილისი", ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი და სხვა; მშენებლობის მინისტრად მისი მოღვაწეობის პერიოდში ამ უწყებამ საქართველოში რამდენიმე მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლები და სოციალური დანიშნულების ობიექტები (სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები და პოლიკლინიკები) ააშენა; საგრძნობლად გაუმჯობესდა მშენებლობის ხარისხი და მისი ეკონომიკური მაჩვენებლები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.156-157; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.33 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |