შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰაიკ უმიკიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1933-1936წწ. სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო სომხურ თატრალურ სტუდიაში. 1936 წლიდან თბილისის შაუმიანის სახელობის სომხური თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს ათეულობით როლი, მათ შორის აღსანიშნავია: ვანო (გ. სუნდუკიანის "კიდევ ერთი მსხვერპლი"), ჟევაკინი (ნ. გოგოლის "ქორწინება") და სხვა. მსახიობობასთან ერთად ეწეოდა ნაყოფიერ რეჟისორულ მოღვაწეობასაც. თავისი პირველი დადგმა, ა. პაპოიანის "დიდი ქორწილი", 1945 წელს განახორციელა; 1964 წლიდან იყო თეატრის რეჟისორი. განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი დადგმა, მათ შორის: გ. სუნდუკიანის "ხათაბალა", "დაქცეული ოჯახი", ო. თუმანიანის "გოქორი", "ანუში", ა. პაპოიანის "ქვეყნიერება გადაბრუნდა", ალ. შირვანზადეს "ნამუსი, "ნანგრევებზე", "არტისტი", უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება", კ. სიმონოვის "პეტროვკა-38", ლ. სლავინის "ინტერვენცია", ნარ-დოსის "მოკლული მტრედი", ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში", ა. წერეთლის "დინტო", ალ. ყაზბეგის "მამის მკვლელი", ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა", "მე ვხედავ მზეს", მ. მრევლიშვილის "ზვავი" და სხვა. მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა იმ პერიოდის ქართველ და სომეხ საზოგადო თუ თეატრალურ მოღვაწეებთან. მის მიერ სომხური თატრის სცენაზე განხორციელდა მრავალი ქართული პიესა, ასევე აქტიურად დგამდა თანამედროვე სომეხ დრამატურგთა პიესებს. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.34 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |