The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰაიკ უმიკიანი

Date of birth:2 August, 1916
Date of death:1985  (at 68 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1933-1936წწ. სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო სომხურ თატრალურ სტუდიაში.

1936 წლიდან თბილისის შაუმიანის სახელობის სომხური თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს ათეულობით როლი, მათ შორის აღსანიშნავია: ვანო (გ. სუნდუკიანის "კიდევ ერთი მსხვერპლი"), ჟევაკინი (ნ. გოგოლის "ქორწინება") და სხვა. მსახიობობასთან ერთად ეწეოდა ნაყოფიერ რეჟისორულ მოღვაწეობასაც. თავისი პირველი დადგმა, ა. პაპოიანის "დიდი ქორწილი", 1945 წელს განახორციელა; 1964 წლიდან იყო თეატრის რეჟისორი. განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი დადგმა, მათ შორის: გ. სუნდუკიანის "ხათაბალა", "დაქცეული ოჯახი", ო. თუმანიანის "გოქორი", "ანუში", ა. პაპოიანის "ქვეყნიერება გადაბრუნდა", ალ. შირვანზადეს "ნამუსი, "ნანგრევებზე", "არტისტი", უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება", კ. სიმონოვის "პეტროვკა-38", ლ. სლავინის "ინტერვენცია", ნარ-დოსის "მოკლული მტრედი", ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში", ა. წერეთლის "დინტო", ალ. ყაზბეგის "მამის მკვლელი", ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა", "მე ვხედავ მზეს", მ. მრევლიშვილის "ზვავი" და სხვა. მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა იმ პერიოდის ქართველ და სომეხ საზოგადო თუ თეატრალურ მოღვაწეებთან. მის მიერ სომხური თატრის სცენაზე განხორციელდა მრავალი ქართული პიესა, ასევე აქტიურად დგამდა თანამედროვე სომეხ დრამატურგთა პიესებს.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.34

Awards and Honors

  • 1982 - აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1964 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: