The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პოლიევქტ გაჩეჩილაძე

პოლიევქტ გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 1979  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ახლანდელი ბაღდათის რაიონი.

გამოქვეყნებული აქვს წერილები ქართული ენის დიალექტოლოგიის, ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიის დარგში. ამასთანავე ნაყოფიერად იკვლევდა ქართული ენის სტრუქტურის საკითხებს და სხვადასხვა ლექსიკური ერთეულის ეტიმოლოგიას. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: "მებადურთა მისალმების ფორმულა ხანისწყლის ხეობაში" (1946), "იმერული დიალექტის ხანურ-ზეგნური მეტყველება" (1965), "ქართლურის სალექსიკონო მასალა" (1970), "ქართული ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიის ისტორიისათვის" (1959), "ეტიმოლოგიური შენიშვნები (ცივი, ცივცივი, ციცინათელა)" (1974), "უვის ზმნის ეტიმოლოგიისათვის" (1974), "კუედ ფუძის სტრუქტურისათვის" (1979) და სხვ. იგი მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" (ტომი 1-8, 1950-1964) მომზადებაში (VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი). ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1953). ლექსიკოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.568; ქართული ენა : ენციკლოპედია.-თბ., 2008.-გვ.107

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის"(ტომი1-8, 1950-1964) მომზადებაში(VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: