The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბარბარე ნიკოლაიშვილი

Date of birth:5 August, 1921  (103 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1938 წელს თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე; 1942 წელს დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1942-1957წწ. მუშაობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში მსახიობად; 1957-1959წწ. - რეჟისორის ასისტენტად და პარალელურად თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგად. შესრულებული აქვს როლები: დედა (გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), დედა (ჯ. გოუს და ა. დიუსოს "ღრმა ფესვები"), მოცეკვავე (მ. კაცის და ა. არჟევსკის "ოლეკო დუნდიჩი"), დედა (ო. გოლდსმიტის "ერთი ღამის შეცდომები"), დედა (გ. სუნდუკიანის "პეპო"), და სხვა; 1972 წლიდან მუშაობდა ტელევიზიაში დიქტორების კონსულტანტად; 1980 წელს იმყოფებოდა ინდოეთში, რათა შეესწავლა ინდოელი იოგების სუნთქვის სისტემა, რომელიც გამოიყენა ქართული სასცენო მეტყველების სწავლებაში; მუშაობდა თეატრალურ ინსტიტუტში სასცენო მეტყველების კათედრის გამგედ.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლექსის მხატვრული შესრულება", დაიცვა 1956 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული სასცენო მეტყველება", დაიცვა 1985 წელს (ლენინგრადი).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.36

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: