The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ სარაული

მიხეილ სარაული
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1891
გარდაცვ. თარიღი:1953  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი. 

დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სკოლა; 1911 წელს დაამთავრა თბილისის სახელოვნო სასწავლებელი.

19 წლის ასაკში, 1910 წელს მივიდა ლადო მესხიშვილთან და გამოცდის შემდეგ ჩარიცხულ იქნა ქართულ დრამატულ დასში, სადაც 1922 წლამდე იმუშავა; 1922-1924წწ. მოღვაწეობდა ქუთაისის, 1925-1928წწ. რუსთაველის, 1928 წლიდან გარდაცვალებამდე კ. მარჯანიშვილის თეატრში მსახიობად. იგი გ. მიქელაძესთან ერთად თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრის დამაარსებელია (1934). ნიჭი მხატვრობაშიც გამოამჟღავნა. აქვს მთელი რიგი კარიკატურები, შარჟები ჟურნალ "ნიანგისათვის"; შესრულებული აქვს ვასო აბაშიძის, კოტე მარჯანიშვილის, ნიკო გოცირიძის, ალ. იმედაშვილის, უ. ჩხეიძის, ვერიკო ანჯაფარიძის, ალ. ჟორჟოლიანის და სხვათა ქანდაკებები. კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კორიუშკი (ა. აფინოგენოვის "შორეული"), კვასოვი (ვ. კირშონის "პური"), გიჩი, არქეოლოგი (კ. კალაძის "სახლი მტკვრის პირას", "ლალი"), ევდოკიმოვი (ნ. პოგოდინის "ფოლადის პოემა"), კაცია მუნჯაძე (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), დანიელ ბეგი (ი. ვაკელის "შამილი"), გენერალი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"), მაკაროვი (ვ. შკვარკინის "უბრალო გოგონა"), ანრი სუარი (ა. სამსონიასა და დ. ანთაძის "ანრი სეარ"), ესტევანი (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ქავთარ ორბელი (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), პეტროვიჩი, ელიზბარი (გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა"), ვაჩე გლუხაისძე (ლ. გოთუას "დავით აღმაშენებელი"), კეღუ (ვ. დარასელის "გამახარე"), იმერეთის მეფე (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), დესანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა") და სხვა; გადაღებულია ფილმში: "გაზაფხული საკენში" (შაანგერი, 1950).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.36;

          ეროვნული ფილმოგრაფია: www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: