შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ფერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. 1933-1935წწ. მუშაობდა ხაშურის, 1935-1937წწ. თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრებში; 1941 წლიდან იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. შეასრულა შემდეგი როლები: სტიოშა, ლარისა (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი" და "უეცარი სიმდიდრე"), აგაფია ტიხონოვნა (ნ. გოგოლის "ქორწინება"), მანანა (ა. წერეთლის "ბაჩი-აჩუკი"), დალი (მ. ჯაფარიძის "ლამპარი"), მაყვალა (ს. მიხალკოვის "საგანგებო დავალება", "ბედნიერებისაკენ"), ძიძა (მოლიერის "სკაპენის ოინები"), პუპი, თამუნია (გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), კურდღელი და ციყვი (ქ. ქუჩიკაშვილის "ზამთრის ზღაპარი"), ანა (ი. პოპოვის "ოჯახი"), ცელქა (ვაჟა-ფშაველას "სათაგური"), მელია (ე. შვარცის "წითელქუდა") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.37 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |