შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ცხოვრებოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მსხლები, ჯავის რაიონი. 1934-1936წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1936 წლიდან იყო კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრის ოსური დასის მსახიობი. მის მიერ შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: ზაბელინი (ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები"), ჩერმენი (გ. პლიევის "ჩერმენი"), ლოპესი (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), გიორგი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), დომინგო (ფ. შილერის "დონ კარლოსი"), კასიო (უ. შექსპირის "ოტელო"), პუპა (ე. ბრიტაევის "ორი და"), ისაკი (ნ. გაგლოევის "ისაკ ხარებოვი"), პავლინი, ბარონი (მ. გორკის "ეგორ ბულიჩოვი და სხვები" და "ფსკერზე"), ონისე (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), საფრანგეთის მეფე (შექსპირის "მეფე ლირი"), პრეზიდენტი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.38; кино-театрюру : www.kino-teatr.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |