The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ღაღაშვილი

დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1911  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი.

სცენაზე პირველად ველისციხის კლუბთან არსებულ დრამწრის წარმოდგენაში 1926 წელს გამოვიდა. სხვადასხვა დროს მსახიობად მუშაობდა: ველისციხის (1936-1941, 1947-1950), თელავის (1942-1946) თეატრებში; 1951-1953წწ. იყო გაგრის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტურფა (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ქაბატო (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), მართა (გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი"), დარო (გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), მარინე (ვ. გუნიას "და-ძმა"), ზეინაბი (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.38

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: