Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა გოცირელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სახელოსნო სასწავლებელი 1923 წელს. 1924-1927წწ. მუშაობდა თბილისის 26 კომისრის სახელობის მექანიკურ ქარხანაში. ამავე წლებში, პარალელურად მონაწილეობდა ნაძალადევის რაიონის მუშათა კლუბის დრამწრის წარმოდგენებში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: თბილისის მოძრავ (1928-1929), ჭიათურის (1929-1930), თბილისის წითელი არმიის (1930-1931) თეატრებში. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. განსახიერებული აქვს 50-მდე როლი. ძირითადად სახასიათო სახეებს ქმნიდა, რომელთა შორის აღსანიშნავია: მიკირტუმ მონასოვი (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), სერიოჟა (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან), ზაქრო (შ. დადიანის ჩატეხილი ხიდი"), გიონი (კ. კალაძის "ხატიჯე"), ყაზი მაგომა (ი. ვაკელის "შამილი"), დავითი (ვ. გაბისკირიას "მათი ამბავი"), დობჩინსკი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), კარანდიშევი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), ნევსკი (ა. აფინოგენოვის "შიში"), ნავარი (ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა"), იოველი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.20
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |