შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი. 1923 წელს, თბილისის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მასწავლებლად მსახურობდა სოფელ ბუკნარის სკოლაში; 1923-1933წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სცენაზე პირველად გამოვიდა 1913 წელს, სოფელ ბუკნარის სცენის მოყვარეთა წარმოდგენაში; მონაწილეობდა სხვადასხვა დრამწრეებშიც; 1929-1934წწ. იყო რუსთაველის თეატრის თანამშრომელი; შემდგომში მუშაობდა თბილისის სატირის (1932-1934), ჩოხატაურის (1934-1942) თეატრებში. 1950 წლიდან იყო ქ. მახარაძის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: არსენა (ალ. ყაზბეგის "არსენა"), ქვაბულიძე (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), იასონი, გოგი (ეგ. ნინოშვილის "ქრისტინე"), გაბრო (ი. ჭავჭავაძის "ბატონი და ყმა") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.39 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |