The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ კალანდაძე

Date of birth:2 September, 1901
Date of death:1985  (at 83 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელ ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი.

1923 წელს, თბილისის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მასწავლებლად მსახურობდა სოფელ ბუკნარის სკოლაში; 1923-1933წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

სცენაზე პირველად გამოვიდა 1913 წელს, სოფელ ბუკნარის სცენის მოყვარეთა წარმოდგენაში; მონაწილეობდა სხვადასხვა დრამწრეებშიც; 1929-1934წწ. იყო რუსთაველის თეატრის თანამშრომელი; შემდგომში მუშაობდა თბილისის სატირის (1932-1934), ჩოხატაურის (1934-1942) თეატრებში. 1950 წლიდან იყო ქ. მახარაძის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: არსენა (ალ. ყაზბეგის "არსენა"), ქვაბულიძე (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), იასონი, გოგი (ეგ. ნინოშვილის "ქრისტინე"), გაბრო (ი. ჭავჭავაძის "ბატონი და ყმა") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.39

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: