შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. 1932-1935წწ. სწავლობდა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის სტუდიაში. 1935 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. ამ თეატრში მან განასახიერა როლები: ზურიკო (ს. შანშიაშვილის "არსენა"), ქობულა (ს. მთვარაძის "შლეგი"), ლექსო (თ. დონჟაშვილის "გამარჯვებულთა ღიმილი"), ცქიფა (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა") და სხვა; გამოდიოდა ესტრადაზეც; დაწერილი აქვს პიესები: "ჩრდილი ყვავილებზე", "ვაზისუბნელი ძმაკაცები", "უქნარა", "ქორწილი სოფელში" და სხვა, რომლებიც იდგმეობდა რესპუბლიკის სახელმწიფო და სახალხო თეატრებში. წერდა მუსიკას სიმღერებისათვის ფანდურის თანხლებით. ესენია: "ბაღში გაგიცან პირველად", "მე ამ ქვეყნად ყველა მიყვარს", "სიმღერა დედაზე", "სატრფიალო", "შორს ცისკარი რომ იღება", "სიმღერა სამშობლოზე". ავტორია მუსიკისა სიმღერებისათვის "ვეფხისა და მოყმის ბალადა". თავადაც სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.39 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |